04:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 21:47:01, 923 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება

რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამია აღნიშნავს, "ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება".

"რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ. ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი პრემიერი, იმიტომ რომ ასეთი არის ამ კაცის განწყობა და უნდა გავყვეთ ამ განწყობაში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში, მისია და არა ჩვენი. ჩვენი სირცხვილია ეს და არა მისი, სხვათა შორის. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი დასაჯა თუ არა. დაუსჯელი ღარიბაშვილი უკეთესია, ვიდრე დაუსჯელი? ჩემი აზრით, არაფერი არ იცვლება.

მე არ მგონია, რომ ეს კარგი და კომფორტული ზონა იყოს, ასევე ირაკლი კობახიძისთვისაც, საერთოდ არ მგონია ეგრე. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე თავისი შავი ფულის კონტროლით გამოიყვანეს დღის სინათლეზე. შავი ფული არის საარჩევნო ფული, ის ამას თვითონ განკარგავდა და აკონტროლებდა, დღეს ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამ ე.წ "კარმუშკას" მოწყვიტეს, გადაიყვანეს პრემიერმინისტრად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics