20:09 - 28 Oct, 2026
|
2024-01-29 19:41:14, 1565 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნული ეხება ყველა ეკონომიკურ სანქციას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ივლისიდან შემოიღო. ეს სანქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის საპასუხოდ. ამჟამად სანქციები შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)