|
2024-01-29 16:39:06, 835 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია პარლამენტის შეხვედრაზე - მოთელვითი შეხვედრაა და პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა - სხვა არაფერი
ვფიქრობ, რომ ეს მოთელვითი შეხვედრა და გარკვეულწილად პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი,- ამის შესახებ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. აქუბარდიას თქმით, არის ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული რეფორმა, სადაც "ქართულმა ოცნებამ" რეალური ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს. "რამდენად ექნება მას გაგრძელება, თუ ეს იქნება კომიტეტების ფარგლებში გაგრძელებული მუშაობა, ესეც ამ ეტაპზე არც თუ ისე მკაფიოა. ჩემი განწყობის მიუხედავად, რომ დიდად შედეგიანად ეს შეხვედრა არ დასრულდება, მაინც ვფიქრობ, რომ საუბარი ყოველთვის ჯობია. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მივიღე და გარკვეული დაპირებებიც ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, თუნდაც საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, იმ ნაწილზე, რაც მთავრობის აღსრულების ვალდებულებაა. რაც არ მომხდარა შარშან და პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე შეუსრულებელი რეკომენდაციები იყო, მოლოდინი არ მაქვს, რომ წელს მოხდება, მით უფრო, რომ საარჩევნო წელია და "ქართული ოცნების" ნომერ პირველი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)