06:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 11:59:27, 799 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, ისეთივე ფორმალიზებულია, როგორც 12 პუნქტის შესრულებისას იყო

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, "ქართული ოცნების" აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნულ ფორმატზე უარის თქმას "გირჩი" არ აპირებს.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი შინაარსით არის ისეთივე ფორმალიზებული პროცესი რაღაცის შესასრულებლად, როგორც იყო 12 პუნქტის შესრულებისას. ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია, სამი პუნქტი გავიარეთ, მაგრამ არ მესმის, ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში რა შეიცვლება. მგონია, არაფერი ისე არ შეიცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. ჩვენ არ ვაპირებთ ფორმატზე უარის თქმას, ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვალთ ამ შეხვედრებიდან", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics