|
2024-01-29 09:54:33, 964 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ლელოს“ მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელში
"ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში 18 თვე დახარჯა". "ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში. ამ გეგმას ჩვენ გავასაჯაროებთ და წარმოგიდგენთ ხვალ პარლამენტში, 15:00 საათზე და ყველას გიწვევთ. "ქართულმა ოცნებამ" 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთს, "ლელო" ემსახურება საქართველოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ ისტორიულ შანსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეცა. ასეთი შანსი კი საუკუნეში ერთხელ ჩნდება. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო. ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო, რომ საქართველო სწრაფად წავიდეს წინ ევროპისკენ, გახდეს სრულუფლებიანი წევრი და აღარასოდეს დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)