20:11 - 28 Oct, 2026
|
2024-01-29 09:25:19, 1117 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, სტამბოლში, სარიერის რაიონში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას. როგორც იერლიკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციამ რეიდები ჩაატარა 30-ზე მეტ ლოკაციაზე და 47 ადამიანი დააკავა, ხოლო ეჭვმიტანილები ბოლო ორი რეიდისას დააკავეს. "ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთ-ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან",- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, სტამბოლში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ, 28 იანვარს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)