|
2024-01-28 17:16:32, 1145 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი
სტამბოლში, სარიერის რაიონში კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. იერლიკაიას განცხადებით, სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმა წირვის დროს, ადგილობრივი დროით, 11:40 საათზე განხორციელდა. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას",- აცხადებს მინისტრი. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად "აუცილებელი ნაბიჯები" გადაიდგა. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა არა კათოლიკური ეკლესიის, არამედ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმას ჰგავს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)