20:11 - 28 Oct, 2026
|
2024-01-28 16:14:15, 831 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია
ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენმა სამხრეთ კაროლინის შტატში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა. "დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა პარიზის გარეუბანში ამერიკელი დაცემული გმირების სასაფლაოს მონახულებაზე და ეს გმირები "ლუზერებად" მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ამის თქმას ჩემს შვილსა და სხვა ოფიცრებზე? მე მათ პატრიოტებს ვეძახი. ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია",- თქვა ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)