|
2024-01-28 15:00:44, 990 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს დასავლეთის მცდელობებს, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს
მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს,- ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. "ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრების მიმართ ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ამავდროულად, "კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების ისევე, როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს",- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)