20:10 - 28 Oct, 2026
|
2024-01-26 22:27:39, 918 ნახვა
მსოფლიო
არახამია - უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ
უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო. "პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ - 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დეპუტატის შეკრება ძალიან რთული იქნება", - განაცხადა დავით არახამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)