20:10 - 28 Oct, 2026
|
2024-01-26 20:43:00, 893 ნახვა
მსოფლიო
შმიგალი - ველით, რომ პირველ თებერვალს ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევროს პროგრამას დაამტკიცებს
ველით, რომ პირველ თებერვალს ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევროს პროგრამას დაამტკიცებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალი აღნიშნავს, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წინასწარ შეთანხმდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერაზე. "ჩვენ ველით, რომ პირველ თებერვალს ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან, 50 მილიარდი ევროს პროგრამას უკრაინის მხარდასაჭერად. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)