20:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 14:35:25, 505 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია სანდრა გალინას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორ სანდრა გალინას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის; ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც აუცილებელია აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულებისთვის შესაბამისი აქტივობების ეფექტიანად და დროულად განსახორციელებლად.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებში მიაღწია საქართველომ, რაც, გარკვეულწილად, სამეზობლო პროგრამის დამსახურებაც არის. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას. უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო, 2015 წლიდან, წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ეს პროცესი გაწერილია 2028 წლამდე”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის, დადებითად შეაფასა სურსათის უვნებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბელგიის სამეფოში ბიძინა ჯავახიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics