20:11 - 28 Oct, 2026
|
2024-01-26 09:17:52, 1747 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. სააგენტოს ცნობითვე, ერდოღანის ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატოში. შეგახსენებთ, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი 23 იანვარს დაუჭირა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას პარლამენტის 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)