|
2024-01-25 23:51:43, 912 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყებას
მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც მოლაპარაკებებს საფუძველს უყრის. "მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს. ეს არის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან, მიღწეული შეთანხმების შედეგი დავოსში. გმადლობ, ურსულა. ჩვენ წინ გვაქვს უკრაინის კანონმდებლობის EU-ის ნორმებთან შესაბამისობის შეფასების საფუძვლიანი მუშაობა, უკრაინის დელეგაციის ფორმირება და ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია. ველოდები უკრაინის სამთავრობო გუნდის სრულ ჩართულობას და პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე ამ გაზაფხულზე გაიმართება", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)