2024-01-25 19:32:46, 780 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ფონზე ცივი იარაღით დაჭრეს.
მომხდარის შემდეგ იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,