19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 17:35:36, 533 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ბრიუსელში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად. სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგიას თქმით, მიზანშეწონილია, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილონ ევროკავშირის მოლოდინები და გასატარებელი საჭირო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების ეფექტიანი აღსრულების პროცესს.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ -  ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობასა და სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში; ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“.

„შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი და წყლის რესურსების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ქვეყანა, ეტაპობრივად, გადადის წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემაზე - მდინარეთა სააუზო მართვაზე, რითაც გაუმჯობესდება ხარისხიან წყალზე ხელმისაწვდომობა და წყლის რესურსების დაცვა.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურება საქართველოსთვის, ისევე როგორც  თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად,  ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს  ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. ამასთან,  სამინისტრო მუშაობს თევზჭერის მდგრადი განვითარების ეროვნული კონცეფციის მომზადებაზე, რომელიც განსაზღვრავს თევზის რესურსების დაცვისა და მდგრადი თევზჭერის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა მიმართულებას.

ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ტემპი, რაც საქართველოს აღებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკომისარმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამომავლო სექტორული რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics