10:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 17:08:46, 833 ნახვა

მსოფლიო
ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროკურატურა დარია ტრეპოვასთვის 28 წლით პატიმრობასა და 800 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

"დარია ტრეპოვა ცნობილია დამნაშავედ. მას სხვადასხვა დანაშაულების კომბინაციისთვის ჩვეულებრივი რეჟიმის კოლონიაში 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 600 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა", - განაცხადა მოსამართლემ, ტიმურ ჟიდკოვმა განაჩენის გამოცხადებისას.

მოსამართლის თქმით, ტრეპოვას ბრალი ტერორისტული თავდასხმისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, შენახვა, ტრანსპორტირება, ტარებისთვის და სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ყალბი მართვის მოწმობის შეძენისთვის წარედგინა.

დარია ტრეპოვას გარდა, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მის თანამზრახველს, დმიტრი კასინცევს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა კი, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics