|
2024-01-25 17:54:45, 887 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალი მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ
დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალმა, სერ პატრიკ სანდერსმა ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ. პატრიკ სანდერსი უკრაინაში არსებულ ვითარებას 1914 და 1937 წლების კრიზისებს ადარებს და აცხადებს, რომ მხოლოდ „მოქალაქეების არმიები“ შეძლებენ დასავლეთის ცხოვრების წესზე მომავალი შემოტევის დამარცხებას. „ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ე.წ. ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, - განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)