14:43 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 14:07:10, 801 ნახვა

საზოგადოება
მერია - ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

"წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics