20:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 13:48:33, 650 ნახვა

საზოგადოება
ნადირაძე - კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის რეაბილიტაციიდან გააგდო, სამინისტრომ 15-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

კომპანიას, რომელიც კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ნაცვლად შავ სიაში შეყვანისა, გაუფორმდა 15-მილიონიანი ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს.

ნადირაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოები კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა შეასრულოს.

“კომპანია, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ შავ სიაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის კონტრაქტი.

საუბარია კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ - რატომ ჩავარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა - პასუხი არის მარტივი - კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს შავ სიაში, ეს კომპანია იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია, ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან",- ამბობს ნადირაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics