|
2024-01-25 13:11:31, 801 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური POLITICO-ს სტატიაზე - ეს სტატია რასაც ეფუძნება, ის წარმომადგენლები ადგანან სწორედაც პუტინიზაციის გზას
ეს სტატია რასაც ეფუძნება, აი, ის წარმომადგენლები ადგანან სწორედაც პუტინიზაციის გზას, ერთი-ერთში. პირდაპირ შეგიძლიათ ასე აიღოთ და წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური POLITICO-ს სტატიას. ღუდუშაურის თქმით, "ე.წ. "ენჯეოებს" სიმართლესა და ობიექტურობასთან აქვთ ისეთი ორგანული ზიზღი და მიუღებლობა, როგორც ალბათ, მსოფლიოში არცერთ დიქტატორს არ ექნებოდა". "ეს სტატია რასაც ეფუძნება, აი, ის წარმომადგენლები ადგანან სწორედაც პუტინიზაციის გზას, ერთი-ერთში. პირდაპირ შეგიძლიათ ასე აიღოთ და წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს. არაფერი მათში არ იცვლება. ე.წ. "ენჯეოებს" სიმართლესა და ობიექტურობასთან აქვთ ისეთი ორგანული ზიზღი და მიუღებლობა, როგორც ალბათ, მსოფლიოში არცერთ დიქტატორს არ ექნებოდა. მათ ჰგონიათ, რომ ვინმეს მაგათი სჯერა, რომ თურმე, მოლდოვის სასამართლო სჯობს ქართულ სასამართლოს. აი, მაგათი ეს სიმართლე ისევე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, როგორც დღე და ღამე", - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, გამოცემა POLITICO-მ სათაურით "საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება" სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიში მიმოიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)