10:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 17:34:29, 975 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა შვედეთის გაწევრიანებას მხარი მანაც დაუჭიროს.

„ახლახან ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ასევე ხაზი გავუსვი, რომ გავაგრძელებთ უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა მან მხარი დაუჭიროს შვედეთის გაწევრიანებას“, - წერს ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics