|
2024-01-24 13:27:26, 832 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - დევიდ კამერონი დღეს ისრაელში ჩავა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი დღეს ისრაელს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. The Times Of Israel-ის ცნობით, კამერონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. გამოცემის ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიჰუს მოუწოდებს, რომ ღაზას სექტორისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება აღადგინოს. მედიის ინფორმაციით, ისრაელის გარდა დევიდ კამერონი ოფიციალურ შეხვედრებს თურქეთსა და კატარშიც გამართავს. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. მდივნის მეორე ვიზიტი 3, მესამე ვიზიტი 29 ნოემბერს, ხოლო მეოთხე 2024 წლის 9 იანვარს შედგა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, პირველი ვიზიტით, 18 დეკემბერს კი მეორედ ეწვია. ისრაელს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, 23 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ხოლო 24 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვივნენ. 23 ნომბერს, ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ჩავიდა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)