21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 12:53:29, 539 ნახვა

საზოგადოება
მერია - დედაქალაქში მოსული ნალექის გამო რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან გაიწმინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორში და თელოვანში.

მათივე ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქის სხვა რაიონებშიც უზრუნველყოფს.

გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„მოსული ნალექის გამო თბილისის რამდენიმე დასახლებაში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ გვქონია. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სადაც საჭიროება მოითხოვს, ყველა გზა იწმინდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მერიის ცნობითვე, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics