10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 09:08:58, 1469 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას პარლამენტის 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.

თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, უნგრეთი რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია, თუმცა როგორც CNN წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, გაწევრიანების პირობებზე მოლაპრაკებებისთვის, შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი უნგრეთში უკვე მიიწვია.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს.

ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, შვედეთის გაწევრიანებას კი, თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics