|
2024-01-23 22:38:18, 1066 ნახვა
საზოგადოება
მედიაკოალიცია - გამოიძიეთ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, უკანონო დაკავების შემთხვევები
მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს. "მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს. ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)