|
2024-01-22 13:56:03, 701 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფონდ „ქართუს" შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიაა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ "წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია". ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. „ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს. ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)