|
2024-01-22 13:36:40, 573 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო
„თიბისი“ ტესტერების დღე შიდა ღონისძიებაა ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. უკვე მეორე წელია რაც „თიბისის“ ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი იკრიბება შიდა ტესტირების დღის ღონისძიებაზე, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო მიღწევებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს უზიარებენ, რომელზეც წლის განმავლობაში იმუშავეს. წელს ღონისძიებაზე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე, ეჯაილის დაწყებიდან დღემდე და კომუნაში გააზიარეს პროგრესი, ახალი მიდგომები და საინტერესო მიღწევები, შეაჯამეს წელი, ისაუბრეს პროცესების გამჭვირვალობაზე და მათ მნიშვნელობაზე. ღონისძიებას წინ უძღოდა შეჯიბრი, რომლის მიზანიც „თიბისიში“ არსებული გამოწვევების გადაწყვეტა და ყოველდღიური პროცესების გამარტივებაა. ფინალში გადასულმა გუნდებმა ტესტერების დღეზე გააზიარეს თავიანთი ხელსაწყოები და ჟიურის მეშვეობით გამოვლინდა გამარჯვებული. „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექთანამშრომლებისთვის ცოდნის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება და შეჯიბრების საშუალებით ახალი გამოცდილების შეძენა. „თიბისიში“ ხარისხის მიმართულება 180 თანამშრომელს ითვლის. რომლებიც მუდმივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და შიდა თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებებში ჩართულობით ამარტივებენ ადამიანების ყოველდღიურობას.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)