|
2024-01-22 12:42:58, 787 ნახვა
საზოგადოება
შსს - 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, 1 887 223 კი გავიდა
2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, მეოთხე კვარტალში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, მეოთხე კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა, ხოლო თურქეთის შემდეგ პირველი ექვსეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა, ხოლო საზღვრის მკვეთავების 33% ქართველები, 67% კი უცხოელები იყვნენ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)