|
2024-01-22 12:01:42, 705 ნახვა
საზოგადოება
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს მოაწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი). ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)