|
2024-01-22 09:20:51, 593 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენთვის ჩინეთი სამაგალითო ქვეყანაა - ეს თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს ქმნის
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა. ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტსაც შეეხებოდა. "ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს. ვიზიტის მსვლელობისას საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რითაც პირდაპირ არის ჩინეთი დაინტერესებული. არსებობს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ",- აღნიშნა კობახიძემ. კითხვაზე, რა კონკრეტული შეთავაზებით ჩავიდა ქართული დელეგაცია ჩინეთში და როგორ ბრუნდება უკან, კობახიძემ განაცხადა, რომ "იყო კონკრეტული შეთავაზებები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით". "ძალიან აქტიურად გამოითქვა თანამშრომლობის შესახებ მზაობა ჩვენი ჩინელი მეგობრების მხრიდან, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ კონკრეტული პროექტები განხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტი ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათი თანამონაწილეობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს",- თქვა კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)