|
2024-01-20 17:45:28, 978 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მჯერა, უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფება განხორციელდება და ამის შემდეგ ღარიბაშვილი კიდევ უფრო აღელდება
უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, საქართველოში გაცილებით მეტი მოქალაქეა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აღარ სურს". "ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)