|
2024-01-19 15:33:58, 1022 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - სასამართლომ სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში
ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილს "სასჯელის მოხდა სასამართლომ არა ოროთახიან ლუქსში, არამედ შესაბამის საპყრობილეში მიუსაჯა". "მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ავტომობილით და დაბურული მინები შესაბამის დაწესებულებაში, რომელიც სხვათაშირის არ არის ციხე და საპყრობილე, ხაზს ვუსვამ და ყველამ, მათ შორის ოპოზიციონერებმაც კი დასვეს უკვე კითხვის ნიშნები, ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)