|
2024-01-18 18:16:46, 859 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - შანხაი არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს. ჩიქოვანის თქმით, შეხვედრები გრძელდება შანხაიში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. „ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი იმაზე რომ, აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკის განვითარებას და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვაჭრობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ წრეებთან ასევე ბიზნეს წრეებთან და ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჰაბებში“.-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)