|
2024-01-18 18:03:54, 724 ნახვა
პოლიტიკა
სონღულაშვილი ჩინეთში ვიზიტზე - ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შესაძლებლობას უხსნის
მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შანხაიში ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტი სრულდება და შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე. „დღევანდელ დღეს მთავრდება ვიზიტი. ბოლო შეხვედრები გვქონდა შანხაიში. მოგეხსენებათ, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია და საკმაოდ მნიშვნელოვანია შანხაისთან ცალკე მდგომად განხილვა ეკონომიკური ურთიერთობების. ჯამში, როგორც შანხაიში, მთლიანად ჩინეთს აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები, მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთი ეკონომიკური სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, შესაბამისად, შესაძლებლობები უსაზღვროა და მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყანას და ჩინეთს შორის გამოყენებული იყოს და ათვისებული იყოს მაქსიმალურად ის შესაძლებლობები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, დაწყებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობებიდან, ასევე იმ დიდი პერსპექტივის განვითარებით, რასაც შუა კორიდორი ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)