|
2024-01-18 17:45:07, 744 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი CPT-ს ანგარიშზე - შავით თეთრზე წერია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა" დაწერა დასკვნა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. მინდა მივმართო სოროდან გამომძვრალ რუს ოლიგარქს - თუ არ გეშინია, გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი, მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და ამის გაკეთება მოგიწევს ხალხის გადაწყვეტილებით, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის" (CPT) ანგარიშს. ხაბეიშვილის თქმით, ანგარიში იმის დასტურია, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაწყვეტილებას არა ექიმები, არამედ სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ იღებს. „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა" დაწერა დასკვნა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკვეთება და იკითხება, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" უბრალოდ ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ „ვივამედის“ ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ პენიტენციური დაწესებულება ანუ სუს-ი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, რუსული პარტია იღებს გადაწყვეტილებებს და არა ექიმები და ეს დამატებითი პრობლემაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა. ეს დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, გარდა იმისა, რომ კლანის მოსამართლეები დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუმპირებულები არიან და ამ ხალხმა გაასამართლა, გარდა იმისა, რომ აშშ-მა ფარცხალაძეზე, ვინც ბრალი შეკერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, თქვა რომ ეს რუსეთის აგენტია. ახლა „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს და მე მინდა მივმართო რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ ეშინია, თუ მუხლები არ უკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც მთლიანად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მისცეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს ხალხს. შენ ხომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს - სახელმწიფო უწყებები, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა, ხომ ყველაფერი შენს ხელშია, ივანიშვილო, თუ არ გეშინია, გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა, ესაუბროს ხალხს. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და მოგიწევს ამის გაკეთება ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ და ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, „ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა" კლინიკა „ვივამედის" დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიცაა მოხსენიებული.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)