23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 17:32:26, 767 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ ანგარიშზე - ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემოა

მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ზედამხედველობას  პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას სწორედ ისინი ატარებენ.

"ზედამხედველობას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ ის აუცილებელი ღონისძიებები, რასაც ისინი ატარებენ, ეს გაწერილია მათ მიერ და ამაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი დაწესებულება, ეს არანაირად არ შედის კლინიკის კომპეტენციაში.

მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, ან რაში აისახება ეს? პაციენტის ფართობი, რომელშიც მოთავსებულია, არის ოროთახიანი პალატა, რომელშიც არის შესაბამისი აღჭურვილობა.

კონკრეტულ შემთხვევაშიც შევთავაზეთ პაციენტს არაერთხელ, რომ მას აქვს საშუალება, რომ გამოვიდეს დერეფნის პერიმეტრზე და ისარგებლოს ამით, თუმცა მან უარი განაცხადა", - აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, „წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics