09:10 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 15:32:28, 742 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, რადგან 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა.

"ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ასევე, ძალიან მოკლედ მინდა ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. ასე მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა, -  თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წელს 8 600 აშშ დოლარი იქნება.

ეს იყო უახლესი ინფორმაცია და მონაცემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics