|
2024-01-17 16:08:22, 995 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ
განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რომელიც "ხალხის ძალამ" შექმნა. "ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს იმას, ჩვენ რა პოლიტიკური სტატუსით წარვსდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ქვია ხალხის აქტიური ჩართულობა პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში... რაც შეეხება ბარიერის გადალახვა-არ გადალახვის საკითხს, დარწმუნებულები იმაში ვართ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა "ხალხის ძალამ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)