|
2024-01-17 12:44:34, 901 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მონიტორინგის სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიებს აცხადებს
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოაცხადა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კატეგორიების მიხედვით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 1862-დან 3325 ლარამდეა. „სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)