00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 14:48:29, 564 ნახვა

საზოგადოება
ბენდელიანი წერეთელზე - კომპანიებთან დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა

კომპანიებთან დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბენდელიანის თქმით, ამ ეტაპზე ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და შესაბამისი ხელშეკრულებები ხვალვე გაფორმდება. 

„როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. 

დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება.

ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გქვონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს, რაც გვაქვს დადგენილი - ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ.

დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ამასთან, კითხვას, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის დაჯარიმდებიან თუ არა კონტრაქტორი კომპანიები, ბენდელიანმა უპასუხა, რომ სანქციების რეჟიმი იმოქმედებს თავად ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად.

„სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს არის საბანკო გარანტიების ნაწილში, ინსპექტირების რამდენიმე აქტი გაკეთდა და შესაბამისი ჯარიმების გამოწერაც მოხდა კონკრეტულად იმ ვადაგადაცილებებზე. ხარვეზების გამოსწორება კი მოუწევთ იმ კომპანიებს, რომლებიც ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც  ხარვეზები დაუშვეს, თანხას არ გადავუხდით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, უცვლელი დარჩება“, - დასძინა ბენდელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics