09:09 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 14:00:54, 505 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი ჩინეთში ვიზიტზე - ყველა აფასებს შესაძლებლობებს, რომელიც შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით გაგვაჩნია

დღეს გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აბსოლუტურად ყველგან გვხვდება გაგება იმ თანამშრომლობის მნიშვნელობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დადებითად არის მიღებული.

მისივე თქმით, სახელმწიფოებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც შარშან იქნა მიღებული ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ძალიან  პოზიტიურად და დადებითად არის მიღებული.

მეორეს მხრივ, ყველა მნიშვნელოვნად აფასებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფეროები არის მრავალფეროვანი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული, ხალხთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით - ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ ეტაპს, რომელზეც ჩვენ ვართ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები და ამ პერსპექტივების რეალიზებისთვის ორივე მხარე მზად არის", - განაცხადა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics