10:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 13:32:18, 582 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულია და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან, ჩინეთთან, სადაც დემოკრატია არ არის

ივანიშვილის რეჟიმი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არის ავტორიტარული და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი Reuters-ის სტატიას.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა "საქართველოსა და დასავლეთს შორის კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას  ნიშნავს".

"ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა. "ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში",-  აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, Reuters-ი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მმართველი პარტიის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტზე წერს და ამბობს, რომ "ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics