18:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 08:56:29, 1279 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვანი კავშირების წყალობით მუშაობს

ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ.

„უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ჩამორთმეული რუსული აქტივებისა და მასთან დაკავშირებული პირების გამოყენება არის არა მხოლოდ ეფექტური, როგორც აგრესორის სასჯელი, არამედ საკმაოდ სამართლიანიც.

„ვინც დაიწყო ეს ომი, ყველაზე დიდი ფასიც მან უნდა გადაიხადოს“, - დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics