|
2024-01-15 18:13:09, 817 ნახვა
საზოგადოება
„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს
წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას „პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ კონკრეტულ მოდელებზე სთავაზობს. პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „მოგეხსენებათ, პორშე გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებითა და სიახლეების დანერგვისკენ სწრაფვით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2024 წლის სტარტიც, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილიყო. „პორშე ცენტრი თბილისისა“ და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. ეს არის როგორც ბიზნესგადაწყვეტილება, ისე ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომელიც ზრუნვასა და მათთვის მეტი კომფორტის შექმნის სურვილზეა დაფუძნებული“. ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა. „თეგეტა ლიზინგის“ საქმიანობა, რომელიც პორშესთან ერთად დაიწყო, მომავალში მთელ ჰოლდინგს მოიცავს. შიდა სალიზინგო შეთავაზება მომხმარებლისთვის პროდუქტის შეძენის პროცესს უფრო მოქნილს ხდის და ფინანსური რესურსის კომფორტულად გადანაწილების საშუალებას იძლევა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შიდა ლიზინგის გაძლიერება და განვითარება ჰოლდინგისთვის წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. პორშესა და მისი მომხმარებლისთვის კი სიახლეებით დაწყებული წელი კვლავაც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და კამპანიებით გაგრძელდება. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)