10:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-15 12:38:38, 643 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას გუნდი ივანიშვილს და „ოცნებას“ - გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და "ოცნებას", გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, სატელევიზიო პროპაგანდამ  "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების "პროპაგანდისტულ სიმაღლეებს მიაღწია".

"მივმართავთ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიების ("იმედის", "რუსთავი 2"-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:

ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია 'ოცნების" პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.

ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს.

"ოცნება" დღეს "ნაცების" მსგავსად, მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისთვის სიმართლის დასამალად. 

სააკაშვილის მოგონილი მედიაბოიკოტის "კოპირების" გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“, გახსნან  სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის. გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!

ჩვენ, გახარიას გუნდი, მოგმართავთ თქვენ, ივანიშვილის დამცველებს, მოდით დებატებში მოქალაქეებისთვის მწვავე პრობლემებზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, შრომის პირობების დაცვასა და მინიმალურ ხელფასზე, დასაქმებაზე, გაზრდილ ფასებზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის პრობლემაზე, პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევაზე, საარჩევნო ბარიერისა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესზე. თქვენივე ტელევიზიებში, "იმედზე" მაგალითად.

ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელს, ტელევიზიებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საეთერო დრო დაუთმონ ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად. პოლიტიკური დებატების გარეშე მოქალაეები ვერ გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, რაც არჩევნების სამართლიანობას უქმნის რისკებს",- განაცხადა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics