|
2024-01-13 11:33:04, 825 ნახვა
მსოფლიო
გაერო - შეშფოთებულები ვართ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ იემენში განხორციელებული საჰაერო დარტყმებით
უკიდურესად შეშფოთებულები ვართ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით, - ამის შესახებ გაერთიანებული ერებიდ კრგანოზაციის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. მისი თქმით, წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში. „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ესკალაციის რისკებით, რაც გავლენას მოახდენს უფრო ფართო რეგიონზე და თავად იემენზე. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში. უშიშროების საბჭო 2 722 რეზოლუციით ითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთოს ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გენერალური მდივანი ხაზს უსვამს იმ ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობას, რამაც, შეიძლება, იემენში კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება“, - განაცხადა დუჟარიკმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)