|
2024-01-12 22:13:53, 666 ნახვა
საზოგადოება
მერია - ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა სიცრუეა
გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : "რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა ჩატარდა გასული წლის 17-28 ნოემბრის პერიოდში, ორივე ტენდერი კი (მტკვრის მარცხენა სანაპირო და მარჯვენა სანაპიროები) გამოცხადდა ამავე წლის 30 ნოემბერს. სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს იწყება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია საკვები პროდუქტების მიწოდება 29 თებერვლის ჩათვლით. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა. სატენდერო პროცედურები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებულია ბაზრის კვლევა და ხელშეკრულებები გაფორმებულია უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან. ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება, აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა კი, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თუ ეს პატარებს ეხება, გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)