10:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 18:15:13, 931 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი "ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ".

„ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც, როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალთან სრულიად შეუსაბამოა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იზრუნოს არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

ამის შემდგომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics