2024-01-12 17:08:23, 1156 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ, - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წითელ ზღვაში "ჰუსიტებზე" ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიტანილ ერთობლივ იერიშს.
ერდოღანის თქმით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებები „ძალის არაპრორპორციული გამოყენების“ მაგალითს წარმოადგენს.
ამასთან ერთად, ერდოღანმა წითელ ზღვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებსა და ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებს შორის პარალელი გაავლო.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,